არ ჩაერიოთ 2020 წლის არჩევნებში - დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს მიმართა


     არ ჩაერიოთ 2020 წლის არჩევნებში, – ამ ფრაზით გაეხუმრა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუს კოლეგას დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, პირისპირ მოლაპარაკების დაწყებისას.

     დონალდ ტრამპის თქმით, ვლადიმერ პუტინთან მრავალი საკითხი აქვს განსახილველი, მათ შორის ვაჭრობისა და განიარაღების თემა.

     „ჩვენ ძალიან საინტერესო დისკუსია გვაქვს. მრავალი თემა არსებობს, რომელსაც განვიხილავთ, მათ შორის ვაჭრობა, განიარაღება, პროტექციონიზმი და სხვა საკითხები. ვფიქრობ, შეხვედრის შედეგები ძალიან კარგი იქნება", – განაცხადა ტრამპმა.

     როგორც თეთრი სახლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ლიდერები ასევე განიხილავენ რეგიონალური უსაფრთხოების, მათ შორის ირანის, უკრაინის, სირიის, ახლო აღმოსავლეთის საკითხებს და ასევე, ისაუბრებენ ვენესუელაზეც.

     დღეს დილიდან დონალდ ტრამპმა ორმხრივი და სამმხრივი შეხვედრები უკვე გამართა გერმანიის კანცლერთან, იაპონიისა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრებთან.

     
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv