"ქართულო ოცნებავ" რა დაგიშავათ ასეთი ამ უბედურ დღეზე გაჩენილებმა ასე, რომ გამოაბჟუტურე? - ედიშერ გვენეტაძე


     პოლიტოლოგი, ედიშერ გვენეტაძე, სოციალურ ქსელში გავრცელებულ აქციის მონაწილის ფოტოს ეხმაურება, რომელსაც ,,ულტრაპრესი" უცვლელად გთავაზობთ:]

     ,,სიგიჟეს ზღვარი არ აქვს. რა უნდა თქვა. მხოლოდ ერთი - ეს მასალები მომავალ თაობას უნდა შემოვუნახოთ, რომ მათ გაიგონ და იცოდნენ იყო ასეთი დრო-ევროსაგიჟესი.

    "ქართულო ოცნებავ" რა დაგიშავათ ასეთი ამ უბედურ დღეზე გაჩენილებმა ასე, რომ გამოაბჟუტურე? ისე კაცო ამ პატარა ქვეყნისათვის ნამეტნევად ბევრია ამდენი შექანებული.

     ეტყობა ტვინის  რაღაც ეპიდემიაა, სახელწოდებით ევროსაგიჟმისი. ჰოდა მოდელირებული გალაკტიონიც აქვეა: "ვანიდან ჩხოროწყუში გათხოვილო ქალო/აბაშაში, რომ გკითხონ/ გვითხარ სად მიდიხარო?/ შენ კი ეტყვი, რომ მიდიხარ ჩხოროწყუში/ და კი ეტყვი რისთვის/ რომ ახლოდან გადახუხო ყავა პარიზისი"- წერს ედიშერ გვენეტაძე.