ლევან გორგაძე და ლევან ცაგურია იაპონიის ელჩმა დააჯილდოვა


     საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ტადაჰარუ უეჰარას რეზიდენციაში პროფესიონალ სუმოისტებთან - ლევან გორგაძესთან (ტოჩინოშინი) და ლევან ცაგურიასთან (კოკკაი) ოფიციალური შეხვედრა გაიმართა.

     ტადაჰარუ უეჰარამ პირველი ქართველი ოძეკი - ლევან გორგაძე და პირველი ქართველი პროფესიონალი სუმოისტი, საქართველოს სუმოს ფედერაციის პრეზიდენტი - ლევან ცაგურია იაპონიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და მეგობრობის გაძლიერებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა.

     ელჩის რეზიდენციაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მთავრობის წევრები, მოწვეული სტუმრები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

     ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) პროფესიონალური სუმოს 2018 წლის ტურნირებზე განსაკუთრებით წარმატებებს აღწევს. ქართველმა სუმოისტმა იმპერატორის თასის მოპოვება და ასევე ოძეკის ტიტულის დაუფლება შეძლო და პირველი ქართველი სპორტსმენი გახდა, რომელმაც იაპონიაში ასეთი მაღალ შედეგებს მიაღწია.

     ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით და ასევე სპორტის რაინდის წოდებით დაჯილდოვდა.
 
 
 
 
 
 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно