რუსეთი სერიოზულად აძლიერებს ზეწოლას საქართველოზე, საჭიროა ევროკავშირის რეაგირება - კარლ ბილდტი


     შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კარლ ბილდტი რუსეთის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს აფასებს და ევროკავშირს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

     „რუსეთი სერიოზულად აძლიერებს ზეწოლას საქართველოზე”, – წერს ბილდტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" და ამის მაგალითად შეჩერებულ ავიამიმოსვლას, ასევე ღვინის საკითხს ასახელებს.

     შვედი დიპლომატი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის ხიდის დროებით ჩაკეტვასაც ეხმაურება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ერიკ ჰოეგის განცხადებას ავრცელებს. სადამკვირვებლო მისიაში მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv