კრემლი რუს ხელოვანებს აფრთხილებს, რომ „საქართველოში გამგზავრება შესაძლოა, უსაფრთხო არ იყოს“


     კრემლი რუს ხელოვანებს აფრთხილებს, რომ „საქართველოში გამგზავრება შესაძლოა, უსაფრთხო არ იყოს", – შესაბამისი განცხადება, სააგენტო „ინტერფაქსის" ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.

     „ჩვენმა არტისტებმა ახლა უბრალოდ უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს. ჩვენ არ მოგვისმენია საქართველოს წარმომადგენლებისგან იმ ახალგაზრდების დაგმობა, რომლებიც პარლამენტში შეჭრასა და სხვა ქვეყნის სახალხო რჩეულებზე თავდასხმას ცდილობდნენ", – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

     ამასთან, როგორც „ინტერფაქსი" წერს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთში უყვართ ქართველი ხალხი და პატივს სცემენ მას, თუმცა ექსტრემისტებისა და ნაციონალისტების ქმედებებს პოზიტიურად ვერ აღიქვამენ.

     „რუსეთში ვერ აღიქვამენ პოზიტიურად და არ არიან მზად, პოზიტიურად აღიქვან ექსტრემისტების, ნაციონალისტების ქმედებები, მით უმეტეს, თუ ეს აგრესიული ქმედებები მიმართულია ჩვენი პარლამენტარების წინააღმდეგ. ასევე ვერ იქნება პოზიტიურად აღქმული საქართველოს ხელმძღვანელობის წარმომადგენლების მხრიდან რუსოფობიური სულისკვეთების განცხადებები. მიგვაჩნია, რომ ამგვარი ქმედებები არ უწყობს ხელს ურთიერთობების ნორმალიზების ტრაექტორიასთან ჩვენს დაახლოებას", – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: 1tv