რუსეთი ევროსაბჭოს დავალიანების გადახდაზე უარს ამბობს


     რუსეთი ევროსაბჭოს დავალიანების გადახდაზე უარს ამბობს.

     ამის შესახებ განცხადება რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა.

     კერძოდ, მისი თქმით, რუსეთი არ აპირებს 2017-2018 წელს დაგროვილი დავალიანების გადახდას, რადგან ამ დროს რუსეთის დელეგაცია ევროსაბჭოს ინსტიტუტების მუშაობაში არ მონაწილეობდა.

     „როგორც მე მესმის რუსეთის ფინანსთა სამინისტრო გადაიხდის 2019 წლის საწევროს და ბუნებრივია, არ ვიხდით იმ პერიოდის დავალიანებას, რა დროსაც ჩვენ ევროსაბჭოში არ ვყოფილვართ", – განაცხადა სლუცკიმ

     2017-2018 წლებში რუსეთის დავალიანება 55 მილიონ ევროს შეადგენს. მანამდე რუსეთმა ევროსაბჭოს 2019 წლის საწევრო გადასახადი 33 მილიონი ევრო დაფარა.

     შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება გასულ კვირას აღუდგინა. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2014 წლიდან ყირიმის უკანონო ანექსიის გამო მოქმედებდა.

     ევროსაბჭოს წევრების მიერ რუსეთის დელეგაციისთვის სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება შვიდი ქვეყნის დელეგაციამ და მათ შორის, საქართველომ გააპროტესტა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: 1tv