დონალდ ტუსკი: მინდა გავიხსენო ვაჟა-ფშაველა, ერთ-ერთი უდიდესი კლასიკოსი...


    ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტური წერილიდან "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი" ნაწყვეტი ქართულად წაიკითხა.

    "მინდა გავიხსენო ვაჟა-ფშაველა, ერთ-ერთი უდიდესი კლასიკოსი და მისი სიტყვები პატრიოტებსა და კოსმოპოლიტებზე: "ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია", - ამბობდა ვაჟა", - განაცხადა დონალდ ტუსკმა. 

     სიტყვით გამოსვლა დონალდ ტუსკმა ქართულ ენაზე დაასრულა: "დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოს", - განაცხადა ტუსკმა. 

[media=] скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно