ბახტაძის გადაწყვეტილებით არსებული 14 უწყებიდან მხოლოდ 11 დარჩება


     პრემიერობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე ადასტურებს, რომ სამთავრობო ცვლილებების ფარგლებში მინისტრთა ნაწილს ახალი სახეები შეცვლის.

     ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან კონსულტაციების დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ცვლილებები  6 სამინისტროს შეეხება.

     მისი თქმით, მთავრობის მცირე კონცეფციის ფარგლებში რამდენიმე სამინისტრო გაერთიანდება და არსებული 14 უწყებიდან მხოლოდ 11 დარჩება.

     ბახტაძე საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს მოუწოდებს, ტექნიკურ მთავრობას ნდობა შემჭიდროებულ ფარგლებში გამოუცხადოს, რის შემდეგაც უკვე ახალი მთავრობა დასახელდება და ნდობის გამოცხადების პროცედურაც დაიწყება.

     „ჩვენ საკანონმდებლო ინიციტივით, მას შემდეგ რაც პარლამენტში დასრულდება ნდობის პროცედურა პირველ შემთხვევაში, აუცილებლად წარვდგებით, რომელიც შეეხება 6 სამინისტროს.

     მე მინდა გთხოვოთ, რომ ამ ეტაპზე დაველოდოთ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას, იმ მთავრობისთვის, რომელმაც შემდეგ ინიცირება უნდა გაუკეთოს ამ კანონმდებლობას. მესმის, რომ თქვენთვის ეს ზედმეტ ფორმალობას უკავშირდება, მაგრამ არსებობს კანონი, კონსტიტუცია, რომელსაც ყველამ პატივი უნდა ვცეთ.

     რაც შემიძლია დაგიდასტუროთ - ახალი სახეები განახლებულ მინისტრთა კაბინეტში იქნება,"-აცხადებს ბახტაძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно