ვნახავთ, როგორ იქნება ეს კადრები გამოყენებული, როდესაც პარალელურ კადრს დავადებთ – გახარია


     აქცია 22:00 საათის შემდეგ გახდა ჩვეულებრივი სისტემური შტურმი პარლამენტის შენობის აღებით და ეს მაყურებელმა, მათ შორის თქვენი ტელევიზიის მეშვეობითაც ნახა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
 
      მინისტრის თქმით, შს სამინისტროს აქვს სხვა ვიდეო მასალა, რომელიც დაიდება და რომელიც გახარიას მტკიცებით, საპირისპიროს ასახავს.

    „ბატონ ნიკანორ მელიას, რა თქმა უნდა, აქვს თავდაცვის უფლება და რა თქმა უნდა, აქვს უფლება, ყველანაირი კადრები იპოვოს, მოძებნოს, თავისი ვერსიები გამოაქვეყნოს. მაგრამ ამ კადრებიდან ჩანს ერთი, რომ ნიკანორ მელია და მის ირგვლივ მყოფი პოლიტიკოსები იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები და ლიდერები. რაც ფაქტობრივად, იმის მაგივრად, რომ მათ ეგონათ, იქნებოდა მათი სასარგებლო ჩვენება, ვნახავთ სასამართლოში როგორ იქნება გამოყენებული, როდესაც ჩვენ პარალელურ კადრს დავადებთ, რომელიც ინგა, თქვენს ტელევიზიაში გადიოდა.
 
    ეს აქცია 22:00 საათის შემდეგ გახდა ჩვეულებრივი სისტემური შტურმი პარლამენტის შენობის აღებით და ეს ჩვენმა მაყურებელმა, თქვენი აზრის მიუხედავად, მათ შორის თქვენი ტელევიზიის მეშვეობითაც ნახა. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ვიდეოს, როდესაც ბატონი ნიკანორ მელია იმავეს საუბრობს, ზუსტად იმავე მომენტში, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში სულ სხვა ფლანგებიდან პირდაპირი შტურმი მიმდინარეობდა პარლამენტის შენობაზე და თქვენ შეგიძლიათ, აიღოთ ქრონომეტრაჟი და დრო შეგიძლიათ დაადოთ", – განაცხადა გიორგი გახარიამ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно