ირანმა სპარსეთის ყურეში ნავთობტანკერი დააკავა


     ირანმა სპარსეთის ყურეში ნავთობტანკერი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.

     როგორც ცნობილია, ტანკერი სპარსეთის ყურის გავლით ნავთობის კონტრაბანდულად გადატანას ცდილობდა.

     დაკავების ოპერაცია ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის წარმომადგენლებმა ჩაატარეს. ნავთობტანკერზე 12 პირი იმყოფებოდა. უცნობია, რომელ ქვეყანას ეკუთვნის ტანკერი და რა ეროვნების არიან ბორტზე მყოფი პირები.

     ირანსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაიძაბა. ცოტა ხნის წინ დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალური თეირანი სპარსეთის ყურეში ნავთობტანკერზე თავდასხმაში დაადანაშაულა. ასევე, ირანს თავდასხმაში ადანაშაულებს ამერიკის შეერთებული შტატებიც.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv