,,ამ საქმეს მედიაპლურალიზმთან და მის შესაძლო ზიანთან არანაირი კავშირი არ აქვს"- ბახტაძე


     საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ „რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკა საფრთხის ქვეშ არ დგას და მსგავს საუბრებს არანაირი საფუძვლები არ აქვს.

     „რა თქმა უნდა არ დგას და მსგავს საუბრებს არანაირი საფუძველი არ აქვს. უფრო მეტიც ამის გარანტი გახლავთ ის, რომ სწორედ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მოხდა ძალიან დიდი მიღწევა, რომ ჩვენ გვაქვს მედიაპლურალიზმი და თითოეული ჩვენთაგანი ამას განსაკუთრებით უფრთხილდება. ეს არის ჩვენი შეფასება.
 
     ,,გუშინ მოვისმინეთ თითოეულმა ჩვენგანმა კიდევ ერთხელ, თუ რაზე არიან ორიენტირებული ჩვენი უპასუხისმგებლო ოპონენტები, ისინი ორიენტირებული არიან ინტერპრეტაციაზე, ნებისმიერი ინფორმაციის და ნებისმიერი ფაქტის არასწორად შეფუთვაზე. ეს არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მას პატივი უნდა ვცეთ თითოეულმა ჩვენგანმა. მედიაპლურალიზმი არის ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი და მას განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. ამ საქმეს მედიაპლურალიზმთან, როგორც ამ ყველაზე დიდ მიღწევასთან და მის შესაძლო ზიანთან არანაირი კავშირი არ აქვს", – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно