,,ელისაშვილი ჩვეულებრივი უქნარა და ნაცარქექიაა" – კალაძე


     თბილისის მერი, კახა კალაძე ელისაშვილის კრიტიკას გამოეხმაურა და მას  უქნარა და ნაცარქექია უწოდა.
     კალაძისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა გააკეთოს ასეთ ადამიანზე კომენტარი.

     „გაუგებარია, რატომ უნდა გავაკეთო კომენტარი იმ ადამიანის კომენტარზე, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია და არაფერი შეუქმნია. ადამიანი, რომელიც არის ჩვეულებრივი უქნარა, ნაცარქექია. მე მაქვს ჩემი ხედვა, რომელსაც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. შესაბამისად, ჩემი დაპირება რაც იყო წინასაარჩევნოდ, ვალდებული ვარ, შევასრულო და ამას აუცილებლად გავაკეთებ, აუცილებლად გავაკეთებ იმას, რომ თბილისი იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი", – განაცხადა კახა კალაძემ.

     შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერმა ,,ღამის ეკონომიკის განვითარების” პროექტის ხელმძღვანელად სერგი გვარჯალაძე დანიშნა, რისთვისაც ელისაშვილმა იგი მწვავედ გააკრიტიკა. 

скачать dle 11.0фильмы бесплатно