„ჯანდაცვა არის სერიოზულად აღქმა იმ პრობლემის, რომელიც არსებობს საქართველოში და რომელიც დაკავშირებულია არა მხოლოდ მარიხუანასთან, არამედ ყველანაირ ნარკოტიკებთან. მე ამ კუთხით ვიქნები, პირველ რიგში, არაპოლიტიკოსი, ვიქნები დედა,"- ეს განცხადებს სალომე ზურაბიშვილმა თეთრწყაროში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გააკეთა.
,,მე ვთვლი, რომ ჩვენს მოსახლეობას ამ კუთხით სჭირდება, ჩემი გადასაწყვეტი არ არის როგორი კანონი იქნება მიღებული, მაგრამ, რომ ჩვენს ახალგაზრდებს სჭირდებათ ყოველდღიური ინფორმაცია, სერიოზული ინფორმაცია, ტელევიზიები ამაზე უნდა მუშაობდნენ და არა სიძულვილზე, სკოლებში უნდა იყოს მიტანილი ის სწორი ინფორმაცია, თუ რამდენად შეიძლება დაზარალდნენ თვითონ ამ ნარკოტიკების ხმარებით.
არა როგორც ვიღაცამ დამარქვა, რომ კანაფის დედოფალიო, როგორც ჩანს, ჩემი ქართული ვერ გაიგო. მე ვთვლი, რომ ვიქნები ამ ინფორმაციის სათავეში, რომელიც ნიშნავს, რომ ახალგაზრდები უნდა გავაფრთხილოთ, უნდა ავუხსნათ და თუ საჭიროა, ყოველდღიურად ავუხსნათ, რომ ეს არის არის განვითარების გზა, ეს არის თვითდაღუპვის გზა,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.