საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს სამუშაო სადილზე უმასპინძლა


     ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს სამუშაო სადილზე შეხვდა.

     საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში გამართულ მიღებაზე ქვეყანაში გატარებული რეფორმების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ შეთანხმებაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტსა და ევროკომისიის პრეზიდენტს შორის შედგა და რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ახალი, უმაღლესი დონის ფორმატის შექმნას ითვალისწინებს.

     სამუშაო სადილამდე დიპლომატებმა გამოფენაც დაათვალიერეს, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა და კამპანიის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ" ფარგლებში მომზადდა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно