დადგა დრო, კრიზის განსამუხტად ირანმა შესაბამისი ნაბიჯი გადადგას – მაკრონი


     „რეგიონში დაძაბულობის შემცირების შანსი ყოველდღიურად მცირდება, დადგა დრო, კრიზის განსამუხტად ირანმა შესაბამისი ნაბიჯი გადადგას, – ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ირანის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს გააკეთა.

    ემანუელ მაკრონისა და ჰასან რუჰანის შეხვედრა 90 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს არც ერთმა ლიდერმა უპასუხა.

     გერმანია, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე თავდასხმაში ირანს ადანაშაულებენ. ერთობლივი განცხადება ანგელა მერკელმა, ბორის ჯონსონმა და ემანუელ მაკრონმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას გაავრცელეს. თავდასხმაში ირანს ადანაშაულებენ ასევე  აშშ და საუდის არაბეთი.

     საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე თავდასხმა 14 სექტემბერს მოხდა. დრონებით მოწყობილი იერიშის შემდეგ ერ-რიადი იძულებული გახდა, ნავთობის მოპოვება გაენახევრებინა. თეირანში თავდასხმას უარყოფენ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv