,,შეხვედრასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარები ღიმლისა და გაოცებას იწვევს" – ლავროვი


      ,,შეხვედრასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარები ღიმილსა და გაოცებას იწვევს"– ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
 
     მისი თქმით "გაეროში რუსულ მხარესთან შეხვედრა საქართველომ ითხოვა". დავით ზალკალიანთან შეხვედრის დეტალებზე დიპლომატმა გაეროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
 
     "შედგა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. შეხვედრა მან ითხოვა. მე წავიკითხე შეხვედრის შემდეგ გაკეთებული მისი შეფასებები. ეს კომენტარები უფრეო გრძელი იყო ვიდრე შეხვედრა. სხვა კითხვებთან ერთად მას აინტერესებდა როდის იქნებოდა შესაძლებელი ავიამიმოსვლის აღდგენა. მე ავუხსენი, რომ ჩვენ საქართველოსთან საჩხუბრად ხელოვნური მიზეზები არ გვიძებნია. თუ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს, პასუხისმგებლობითი პოზიციის გატარებას რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მიმართულებით და არ გაიხედავს რუსოფობებისკნ, რომლებიც ისევ ცდილობენ ყოფილი პრეზიდენტის წაქეზებით ებრძოლონ ახლანდელ რეჟიმს თბილისში, მაშინ ალბათ ჩვენ, მე პირადად ამ მიმოსვლას აღვადგენდი. რაც შეეხება თბილისში გაკეთებულ კომენტარებს ჩვენს შეხვედრასთან დაკავშირებით, ჩემში ის ღიმილს და გაოგნებას იწვევს."- განაცხადა სერგეი ლავროვმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно