2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ, ბაცილები დარჩა, თუმცა რეჟიმი გასტუმრებულია - ქანთარია


     2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ, ბაცილები დარჩა, თუმცა რეჟიმი გასტუმრებულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

    „ამ დღეს, პირველ ოქტომბერს, 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით და ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების ძალისხმევით ეპოქალური ცვლილება მოხდა, შეიცვალა მშვიდობიანად რეჟიმი. მართალია, ბაცილები დარჩა და ამ ბაცილებს ვხედავთ დღესაც, მაგრამ რეჟიმი ძირითადად გასტუმრებულ იქნა და მოქალაქე, პიროვნება განთავისუფლდა, მას შეუძლია დღეს, ყოველგვარი კრიტიკული აზრის შემდეგ შვიდობიანად წავიდეს სახლში.

      ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი, ბევრი რამეც, დიდი იმედი მაქვს, რომ გაკეთდება მომავალში. ბუნებრივია, რომ მოვა ახალი ხალხი, თაობა მიდის, თაობა მოდის, ძირითადად სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული, მაგრამ ეს დღე, როგორც საქართველოს მოქალაქეების ენერგიის გაერთიანების დღე, ვფიქრობ, ყოველთვის დარჩება საქართველოს ისტორიაში", – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно