აშშ-ი თურქეთისთვის მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს ამზადებს


     ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია თურქეთისთვის მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესებისთვის ემზადება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი" ავრცელებს.

    ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თურქეთის ოპერაციის საპასუხოდ სამხედრო ძალის გამოყენებას აშშ-ში არ განიხილავენ და არც არასდროს განიხილავდნენ.

    „ხაზინის დეპარტამენტი მზად არის. ამას დიდი შედეგი მოჰყვება. თურქეთმა ეს მოითხოვა", – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

    სააგენტო „როიტერის" ინფორმაციით, აშშ-ი თურქეთს მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს მიმდინარე კვირაში დაუწესებს.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: 1tv