ეს იყო ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა, რომელსაც საზოგადოებამ ღირსეულად უპასუხა– ზურაბიშვილი


      სინოდის სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს, საქართველოს პრეზიდენტი ინსტიტუტების წინააღდეგ ბრძოლად აფასებს. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის, რაც რამდენიმე დღის წინ, მაღალი იერარქიის სასულიერო პირების შეხვედრაზე მოხდა, ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაა, რომელსაც საზოგადოებამ ღირსეულად უპასუხა. 

     საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება ბათუმში გააკეთა, სადაც თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია იმართება. 

"მე ასეთ შეფასებას ვერ მივცემ, მე ვამბობ, რომ აქ არის მცდელობა და ეს ვთქვი, სხვათა შორის, ამ კონფერენციაზე. ეს იყო ერთ-ერთი მცდელობა ქვეყნის დესტაბილიზაციის, რომელსაც საზოგადოებამ უპასუხა ღირსეულად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი... გამოძიება არ ვარ, მაგრამ ვიცი შედეგი, რომ ეს არის მცდელობა დესტაბილიზაციის იმ მომენტში, როცა ეს ქვეყანა მიდის წინ," - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.  
скачать dle 11.0фильмы бесплатно