აქციის მონაწილეებმა ლგბტ დროშა დაწვეს


    კინოთეატრ "ამირანის" მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე "ქართულმა მარშმა" ლგბტ+ დროშა დემონსტრაციულად დაწვა.

    "აი ასე დაიწვება საქართველოში ყველა სოდომ-გომორი, დღეს ქართველ ერს გვერდით დგომა სჭირდება. მოგიწოდებთ გამოხვიდეთ და დადგეთ ჩვენს გვერდით,"- მიმართეს აქციის მონაწილეებმა შეკრებილებს.

    "ხდება უპრეცენდენტო შემთხვევა, ისტორიაში ქართველს ერს აკადრეს მამათმავლური ფილმის პრეზენტაცია. ეს არის შეურაცხყოფა ხალხის, ამიტომ თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა ჩავშალოთ ეს მარაზმი, მივუჩინოთ ადგილი სატანის მოციქულებს," - მიმართა შეკრებილებს სანდრო ბრეგაძემ. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно