ინდოეთის ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა


     საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიიღო ინდოეთის რესპუბლიკის ახალი ელჩი საქართველოში (რეზიდენციით ქ. ერევანი, სომხეთი) კიშან დან დევალი. ინდოეთის ელჩმა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

     შეხვედრის დროს მხარეებმა საქართველოსა და ინდოეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება. ხაზი გაესვა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის არსებული პოტენციალის გამოყენების აუცილებლობას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ბიზნესის წრეებს შორის კონტაქტების გააქტიურებისა და ხალხთაშორისი კავშირების ხელშეწყობის მნიშვნელობას.

     მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ასევე საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულებაზე, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი ვაჭრობის შემდგომ გაფართოებას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას.

     შეხვედრაზე ორივე მხარემ კმაყოფილება გამოხატა, რომ საქართველო და ინდოეთი წარმატებით თანამშრომლობენ მრავალმხრივ ფორმატშიც, განსაკუთრებით საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთის ინიციატივების და კანდიდატურების მხარდაჭერის თვალსაზრისით. ინდოეთის ელჩმა მადლობა გადაუხადა მინისტრს საერთაშორისო ორგანიზაციებში მხარდაჭერისთვის.

     დავით ზალკალიანმა ინდოეთის ელჩს წარმატებები უსურვა მის მომავალ საქმიანობაში და იმედი გამოხატა, რომ მისი საქმიანობის პერიოდში ჩვენს ქვეყნებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდება.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно