ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" შემოქმედებით ჯგუფს ამჯერად მგალობლები უჩივიან


     დეკანოზ გიორგი რაზმაძის განცხადებით, ქეთევან წამებულის ეკლესიის მგალობლებს, ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" შემოქმედებითმა ჯგუფმა, ფილმის თემატიკის შესახებ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. 

     დეკანოზის ინფორმაციით, მგალობლებს ზაფხულში დაურეკეს. ფილმის რეჟისორის ასისტენტმა მათ უთხრა, რომ ფილმი "ქალ-ვაჟურ სიყვარულზეა და ტრადიციებზეა დაფუძნებული".

     მგალობლები შეთავაზებას დათანხმდნენ, თუმცა მხოლოდ პრემიერის შემდეგ გაიგე, თუ რა თემატიკის ფილმში იყო მათი გალობა გამოყენებული.

     დეკანოზ გიორგი რაზმაძის თქმით, მგალობლები ფაქტის გამოძიებას და ფილმიდან ამ კონკრეტული ნაწილის ამოღებას ითხოვენ.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: http://www.rustavi2.ge/ka/news/146823