სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის ელჩი მიიღო


     საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩ დიეგო კოლასს შეხვდა და საქართველო-საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილა.

     პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისათვის ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განხორციელდა.

     საფრანგეთის ელჩის განცხადებით, ბოლო პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე ღონისძიებას დაესწრო, მათ შორის ფრანგული საზღვაო გემის „Commandant Birot” შავ ზღვაში შემოსვლას.

     „ჩვენ გვაქვს დიმიტრი ამილახვარის სახელობის ძალიან მნიშვნელოვანი ქართულ-ფრანგული დიალოგი, რომელსაც საფუძველი ოფიციალურად პარიზში, 2 დეკემბერს ჩაეყარა და რომლის ფარგლებშიც ყოვლისმომცველ და ძალიან დეტალურ კომუნიკეზე შევთანხმდით.

     ასევე, გუშინ და გუშინწინ მიგრაციის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია მიმდინარეობდა. კონფერენციის ფარგლებშიც პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ძალიან საინტერესო დიალოგი გვქონდა კონფერენციაზე განხილულ ყველა საკითხთან დაკავშირებით”, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно