პანდემიის პირობებში ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს არჩევნების ჩატარება - გახარია


      საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გხარიამ ლოპოტაზე ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომაროების გამოცხადება და გატარებული ღონისძიებები პირდაპირ იყო მიმართული ეპიდემიის გავრცელების გეოგრაფიისა და სისწრაფის შენელებისკენ.

     მისივე თქმით, საქართველოში უმიზეზოდ ადამიანის უფლებების შეზღუდვის არც ერთში შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

     „მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ის საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში გამოცხადდა, ყველა იმ აუცილებელ ღონისძიებას, რომელიც ჩვენ გავატარეთ, ჰქონდა თავისი მიზეზ-შედეგობრივი ახსნა და პირდაპირ იყო მიმართული ეპიდემიის გავრცელების გეოგრაფიისა და სისწრაფის შენელებისკენ. ამ ქვეყანაში უმიზეზოდ ფუნდამენტური, კონსტიტუციური ადამიანის უფლებების შეზღუდვის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჩვენ გვესმის, რომ საარჩევნო წელიწადია, პოლიტიკური პროცესია და ტემპერატურა აიწევს, საქართველოში ვართ ხომ?

     ამის გათვალისწინებით, ჩვენ რომ დავიწყეთ გამოსვლა საგანგებო მდგომარეობიდან, კითხვებიდან გამომდინარე, რომელიც საზოგადოებაში, სამოქალაქო სექტორში, მოქალაქეებში ისმოდა, პირველი შემთხვევა იყო ალბათ, როდესაც მთავრობამ თავისი ნებით, გარდა იმისა, რომ მე თვითონ მივედი პარლამენტში და იქ კითხვებს ვუპასუხე, ჩვენივე ნებით, მთავრობის ადმინისტრაციამ შეადგინა ანგარიში, სერიოზული ნამუშევარია, რომელიც უკვე გამოქვეყნდა ქართულად და რომელიც ხვალ გამოქვეყნდება ინგლისურად, თქვენ შეგეძლებათ ამ ანგარიშს გაეცნოთ",- განაცხადა გახარიამ.

     მისი თქმით, მთავრობის ანგარიშში დეტალურად არის განხილული საგანგებო მდგომარეობის პირობებში საქართველოს მთავრობის ყველა ნაბიჯის ახსნა, მისი მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დასაბუთება.

     „აქვე არის ყველაფერი ახსნილი იმისთვის, როგორ ვუყურებთ ჩვენ ხვალინდელ დღეს. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ეს გამოცდილება, რომელიც ჩვენ ბოლო 4-5 თვის განმავლობაში მივიღეთ, არ უნდა დაიკარგოს და ამ ამგარიშზე მუშაობის დროს მივხვდით, რომ ქვეყანაში აუცილებელია სერიოზული, საკმაოდ ღრმა კვლევის ჩატარება ეპიდემიის ზეგავლენის, ადამიანის სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროებზე.

     ეს შეიძლება იყოს ადამიანის უფლებები, მოწყვლადი ჯგუფების უფლებები, ბავშვების უფლებები. განსაკუთრებით ამ კრიზისის დროს გამოჩნდა ხანდაზმული ადამიანების უფლებების დაცვის საკმაოდ სპეციფიური ნიუანსები, რომლებიც გასათვალისწინებელი იყო",- განაცხადა გიორგი გახარიამ და მომავლ არჩევნებთან დაკავშირებითაც გაამახვილა ყურადღება.

     „გარდა ამისა, გვესმის, რომ პანდემიის პირობებში ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს არჩევნების ჩატარება. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ის გამოცდილებაა, რომელიც ქვეყანაში დაგროვდა ამ 4 თვის განმავლობაში, რომელიც ჩვენ უნდა გადავთარგმნოთ კონკრეტულ ფორმებად, მოქმედების მოდელებად, რომელიც ახსნილი იქნება მიზეზ-შედეგობროვი კავშირის გათვალისწინებით.

     ასევე, სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, უნდა დავგეგმოთ, როგორ შეიძლება ჩვენ სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება პანდემიასთან ერთად გავააქტიუროთ, რამეთუ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის საარჩევნო წელიწადი და ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი საარჩევნო წელია",- აღნიშნა გიორგი გახარიამ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно