„ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებთ იმოქმედონ საკუთარი უღირსობის შესაბამისად– კობახიძე


     „ნაციონალური მოძრაობა" თავისი საქმიანობის პერიოდში გამოირჩეოდა იმით, რომ მუდმივად, კონსტიტუციას, მის ტექსტსა და პრინციპებს უხეშად ხელყოფდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, სიმბოლურია ის, რომ პარტია საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებზე მსჯელობაში მონაწილეობას არ იღებს.

     „ნაციონალური მოძრაობა" თავისი საქმიანობის პერიოდში გამოირჩეოდა იმით, რომ კონსტიტუციას, მის ტექსტს და პრინციპებს მუდმივად უხეშად ხელყოფდა. მგონი, სიმბოლურადაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ის, რომ მათი ხელი არ შეეხება კონსტიტუციას არც ამ ჯერზე. ამიტომ, მოვუწოდებთ,იმოქმედონ საკუთარი უღირსობის შესაბამისად", - განაცხადა კობახიძემ.

      საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დაიწყო. ამასთან, მიმდინარეობს ცვლილებების საზოგადოებრივი განხილვა. გაერთიანებული ოპოზიცია პროცესში მონაწილეობაზე უარს აცხადებს და ამის მიზეზად გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებას ასახელებს.

     ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно