ამ საღამოს არაფერი მოხდება, არანაირი პროვოკაცია არ იქნება - სალომე ზურაბიშვილი


    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს შეუერთდა.

    როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, ამ საღამოს არანაირი პროვოკაცია არ იქნება და ყველა მშვიდად უნდა იყოს.

    „ჭირში და ლხინში ერთად ვართ, აქ თუ რაღაცას ვზეიმობთ, ვიზეიმოთ, ყველაფერში ერთად ვართ. ყველა წყნარად იყოს, არაფერი მოხდება ამ საღამოს, ყველანი ერთად ვიქნებით. არანაირი პროვოკაცია არ იქნება“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.