ალეკო ელისაშვილი უსინდისო ადამიანია – გიგა ბოკერია


     „ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია პარტია „მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს უსინდისო ადამიანს უწოდებს.

      გიგა ბოკერიას თქმით,  მიუღებელია, როდესაც მოლაპარაკებებში იმას ვერ მიიღებ, რაც გსურს და შემდეგ ამ პროცესს ვაჭრობას ეძახი.

     „ალეკო ელისაშვილი ითხოვდა, რომ მთაწმინდაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურა დაეყენებინა ყველა ოპოზიციურ პარტიას. როცა ვკითხეთ, რომ იოსელიანმა ხუთჯერ ნაკლები ხმა აიღო, ვიდრე შავგულიძემ, ჩვენ ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. მერე გამოვიდა და თქვა, ამ ვაჭრობაში მონაწილეობას არ მივიღებო. თუ ამას ვაჭრობას ეძახის, მაშინ ის გვევაჭრებოდა?? უწესობა და უსინდისობა ცუდი საქციელია და მერე კამპანიის დაწყება ამ იდეის წინააღმდეგ, რასაც კოორდინირება ჰქვია, არის ივანიშვილის დახმარება. თქმა, რომ კოალიციაში არავისთან შევალ, არის პრაქტიკულად პირდაპირ იმის თქმა, რომ ივანიშვილს შეუქმნი კოალიციას. აბა, მაშინ მთავრობის გარეშე იყოს ქვეყანა, თუ როგორაა მაგის საქმე. ვიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ მას ვთავაზობდით, თვითონ დაეყენებინა კანდიდატურა.
 
     ძლიერი კანდიდატების დაყენება გვინდა, რომ პირველ ტურში ივანიშვილი დამარცხდეს და ქვეყანას რისკები ავაცილოთ და თან მრავალფეროვნება იყოს, . რომ არ მოგვწონს ერთმანეთი ყველამ ვიცით, მაშინ ერთ პარტიაში ვიქნებოდით, მაგრამ როდესაც ასეთი უსინდისო ხარ, რომ თან მოლაპარაკებებში შედიხარ და თუ ვერ მიიღე, რაც გინდა, მერე გამოხვალ, დაგმობ ამას, როგორც ვაჭრობას, ერთ-ერთ ყველაზე წესიერ კაცს ქართულ პოლიტიკაში, შალვა შავგულიძეს, სამიზნედ ამოიღებ და იძახი, რომ მაგან ხომ წააგოო. ყველამ წააგო არჩევნები, მაგასაც წაგებული აქვს, ეგ რა ტექსტია. რატომ გვთავაზობდა ექვსჯერ ნაკლები ხმის მიმცემ კანდიდატს მთაწმინდაზე. მოკლედ, უსინდისო ადამიანია და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უსინდისო ადამიანზე დაყრდნობა არ შეიძლება", – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно