მე ვიქნები ბოლო ნომერი, არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს, რომელი ნომერი ვიქნები - გახარია


     საარჩევნო სიაში ვინ რომელი ნომერი იქნება, ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, ქვეყანამ, ოპოზიციამ, მთავრობამ, მმართველმა ძალამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ყველამ ერთად ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

     მთავრობის მეთაურის თქმით, რომელი ნომერი იქნება საარჩევნო სიაში, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს.

     „დავიწყებ ბოლოდან, მე ვიქნები ბოლო ნომერი. არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს, რომელი ნომერი ვიქნები, გულწრფელად გეუბნებით. ჩემი ძირითადი ამოცანა, მთავრობის ძირითადი ამოცანა დღეს არის პირველ რიგში პანდემია, ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლოთ თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის რისკები. მეორე ამოცანა გახლავთ, ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი – ჩვენი ეკონომიკური აღორძინება, ეკონომიკური აღდგენა პოსტპანდემიურ პერიოდში, რადგან ახლა ჩვენი ეპიდემიოლოგიური კრიზისი, პანდემია, გადაიზარდა ეკონომიკურ კრიზისში და მთავარი ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება მინიმალური ზიანი მიადგეს თითოეულ ქართულ ოჯახს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. მესამე ამოცანა პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში არის, რომ წყნარად, მშვიდად, დემოკრატიულად და ღიად ჩავატაროთ არჩევნები.
 
     თავიდანვე ხომ ვამბობდით, რომ ორ ფრონტზე ვიბრძვით, ჩათვალეთ, რომ ახლა მესამე ფრონტზე ვიბრძვით. როგორ ფიქრობთ, ამ პირობებში მე ან მთავრობის რომლიმე წევრს აქვს დრო იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ ან დისკუსიები გავმართოთ, პირველი ვინ იქნება სიაში. კიდევ ერთხელ გეტყვით, მნიშვენლობა არ აქვს, სიაში ვინ რომელი იქნება, რომელი პარტია უფრო მეტ ხმას მიიღებს, მთავარია, ქვეყანამ, ოპოზიციამ, მთავრობამ, მმართველმა ძალამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ყველამ ერთად ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები. ეს არის მთავარი ამოცანა. ეს არის ის გასაღები, რომელიც იმ ბევრ სპეკულირებას, რის სივრცესაც ახლა ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსი ქმნის, ერთხელ და საბოლოოდ დაესმევა წერტილი", – განაცხადა პრემიერმა.

     ამასთან, კითხვას – შეიძლება თუ არა, ბიძინა ივანიშვილი ვიხილოთ „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში, გიორგი გახარიამ უპასუხა: „რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების" დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე".
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно