დავით ზალკალიანი – სწორედ ეს არის, რაც ასე ანერვიულებს რუსეთს!...


     რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არის პასუხი ჩვენს განცხადებაზე, რომელიც იყო პირდაპირი და ყველაფერს არქმევდა თავის სახელს - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

     დავით ზალკალიანის თქმით, მსგავსი ფაქტები ახალი არ არის და ადრეც იყო საქართველოს მოქალაქეების გატეცების, მათი უკანონო დატყვევების, დაჭრის ფაქტები.

     „ჩვენ კიდევ ერთხელ მოვახდინეთ საერთაშორისო საზოგადეობის კონსოლიდაცია. ეს არის მათი რეაგირება, იმ უპრეცენდენტოდ მაღალ საერთაშორისო მხარდაჭერაზე რომელიც ჩვენ მივიღეთ. ჩვენ ვიხილეთ აშშ-ს უაღრესად მკაცრი, დამგმობი განცხადება, ასევე ჩემი ბრიუსელში ვიზიტის დროს ეს საკითხი იყო ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა, როგორც ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, ისვე ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში გამართული შეხვედრებისას, სადაც გვქონდა მყარი მხარდაჭერა, იყო მოწოდობების რუსეთის ფერედაციის მისამართით, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს უკანონო ქმედებები, ასევე დღეს ვენაში იმართება ეუთოს მუდმივ საბჭოში ამ საკითხზე მსჯელობა. ჩვენ ველით, რომ საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ მკაცრად მოსთხოვს რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყევტის შეთანხმების უპირობოდ დაცვას და მსგავსი ფაქტების აღკვეთას. სწორედ ეს არის, რაც ასე ანერვიულებს რუსეთს" - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

     ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს. ფეხში დაჭრილი ზაზა გახელაძე ცხინვალის საავადმყოფოში, კარანტინშია მოთავსებული. საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

     რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მომხდარზე აშშ-ის რეაგირება გააკრიტიკა და 11 ივლისის მოვლენები აღწერა. უწყებაში ამტკიცებენ, რომ საქართველოს 33 წლის მოქალაქე ნახევრადავტომატური იარაღით იყო შეიარაღებული და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარი გადაკვეთა. და მას შემდეგ, რაც რუსმა მესაზღვრეებმა მისი დაკავება სცადეს, 10-მდე გასროლა განახორციელა, საპასუხო სროლის შედეგად კი ის ფეხში მსუბუქად დაჭრეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ დაკითხვისას მან აღიარა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно