არ მიკვირს, რომ ოპოზიციას ასეთი შეშინებული კომენტარები აქვს – იონათამიშვილი


     ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების უმეტესობა დამაჯერებელ გამარჯვებას საპარლამენტო არჩევნების პირველსავე ტურში მოიპოვებს.

     დეპუტატის თქმით, ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ პიროვნული შეურაცხყოფა იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შეგუებული არიან, რომ საპარლამენტო არჩევნებზე დამარცხდებიან.

    „ფაქტია, რომ ჩვენი მაჟორიტარების უმეტესობა პირველსავე ტურში მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას. არ მიკვირს, რომ ოპოზიციას ასეთი შეშინებული კომენტარები აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი არჩევანი ღირსებისა და მომავლის მხარესაა. ეს დადასტურდება საპარლამენტო არჩევნებზეც", – აცხადებს დეპუტატი.

    




скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно