მაღალი ხარისხის ინტერნეტი თითოეულ ქართულ სოფელში, არის სწრაფად გადასაწყვეტი ამოცანა - გახარია


     მაღალი ხარისხის ინტერნეტი თითოეულ ქართულ სოფელში ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და სწრაფად გადასაწყვეტი ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარია მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

     „შემდეგი საკითხი, რაზეც ჩვენ დღეს ვიმსჯელებთ, ეს გახლავთ ოზურგეთის რაიონის 49 სოფლის ინტერნეტიზაცია. ეს იქნება მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდება. ეს კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც ჩვენ ეპიდემიამ და კრიზისმა დაგვანახა. მაღალი ხარისხის ინტერნეტი თითოეულ ქართულ სოფელში, არის უაღრესად მნიშვნელოვანი და სწრაფად გადასაწყვეტი ამოცანა. ეს უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრების აუცილებლობა ხდება, რათა ფერმერებმა ნორმალურად იმუშაონ, რათა ჩვენმა ბავშვებმა ნორმალურად მიიღონ განათლება და ცხოვრების ჩვეულებრივი დონე, ისეთი, როგორიც არის ქალაქში, მივიტანოთ სოფლად", – განაცხადა გიორგი გახარიამ.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно