საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, ძმობას არაფერი ემუქრება – გახარია


      საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა, ეჭვი გეპარებათ?! მოდით ასე შევთანხმდეთ, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არანაირი გაუგებრობა არ არსებობს. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, ძმობას არაფერი ემუქრება", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

    პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანული მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, სომხეთში ტექნიკის შეტანა საქართველოს გავლით მოხდა.

    „პოლიტიკური პრობლემა საქართველოს არ ექნება, რადგან ჩვენ მოვალეობებს ვასრულებთ სრულად, საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. ჯერ ეს ერთიც, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მედიით გავრცელებული, რაღაც დაუზუსტებელი ინფორმაცია. ეს საყურადღებო ინფორმაცია იქნება მაშინ, როდესაც ეს იქნება ორ ქვეყანას შორის რაღაც მსჯელობის საგანი. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, უფრო მეტს გეტყვით, ძმობასაც, არაფერი ემუქრება.
 
     შეუძლებელია, ამ უმაღლესი ხარისხის ურთიერთობებს რამე დაემუქროს. ეს ერთი, მეორე, ახლა თქვენ რომ მეუბნებით ფოტოზე, ნანახი გაქვთ, ეს ფოტო? ეს არის ჩვეულებრივი სატვირთო მანქანა, ყველაფრის გარეშე და რა შეიარაღება, დავასრულოთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, როდესაც რაღაც ინტერნეტ გამოცემის გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე კითხვას მისვამთ, კონტექსტურად ორ სტრატეგიულ ქვეყანას შორის, მოძმე ქვეყნებს შორის ურთიერთობების კონტექსტში, არასწორია. ესეც არის რისკი", – განაცხადა გახარიამ.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно