,,ვსაუბრობდით ჩვენს საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებზე, მათ შორის, ოკუპაციის პრობლემაზე"- კობახიძემ ჟენევაში ვიზიტი შეაჯამა


     „პარტნიორ ქვეყნებთან გვქონდა საინტერესო დისკუსიები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ორმხრივ შეხვედრებზე ვსაუბრობდით ჩვენს საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებზე, მათ შორის, ოკუპაციის პრობლემაზე, არაღიარების პოლიტიკაზე",-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟენევაში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

     საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟენევაში ვიზიტი დაასრულა.

     ირაკლი კობახიძემ საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა.

     საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს ოკუპაციის საკითხებზე და დეოკუპაციის პოლიტიკაზე ისაუბრა.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძემ მაღალი დონის შეხვედრები გამართა.

     „ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ საპარლამენტთაშორისო კავშირის 138-ე სესიის მუშაობაში. ვმონაწილეობდით პლენარული სხდომის მუშაობაში, ასევე გავმართეთ ათზე მეტი ორმხრივი შეხვედრა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან. გვქონდა საინტერესო დისკუსიები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ვსაუბრობდით ორმხრივ თანამშრომლობაზე, თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ასევე ვსაუბრობდით ჩვენს საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებზე, მათ შორის, ოკუპაციის პრობლემაზე, არაღიარების პოლიტიკაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომელთანაც შედგა შეხვედრები და რომლებთანაც გვქონდა ძალიან პროდუქტიული დისკუსია ამ საკითხებთან დაკავშირებით",-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно