,,ბანკები არიან კოლექტიური სოლომონ მეჯღანუაშვილები და თანამედროვე ეპოქაში ეს არის ბიძინა ივანიშვილი"– მიხეილ სააკაშვილი


      ,,ბანკები არიან კოლექტიური სოლომონ მეჯღანუაშვილები და თანამედროვე ეპოქაში ეს სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი"– ამის შესახებ, ექსპრეზიდენტმა  ვიდეო მიმართვისას ისაუბრა.
 
       „საქართველოში არ არიან ბანკები. ის, რაც საქართველოში არის, ესენი არიან მევახშეები. ესენი არიან კოლექტიური სოლომონ მეჯღანუაშვილები და თანამედროვე ეპოქაში ეს სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი მართავს ქვეყანას საბანკო ოლიგარქიის მეშვეობით. მან თავის ბანკების ხელის ბიჭები, როგორც პრემიერმინისტრი იყო ხელის ბიჭი მის ბანკში და ყველა სხვა ძირითად თანამდებობაზე დანიშნა ხელის ბიჭები, ძირითადად საბანკო სექტორიდან წამოსული და ისინი არ არიან ბანკირები. ესენი არიან კლასიკური, ძველი ყაიდის, ყველაზე უარესი გაგებით მევახშეები, რომლებიც სისხლს სწოვენ თითოეულ, პრაქტიკულად, ქართულ ოჯახს, საქართველოს ეკონომიკას, ანგრევენ საქართველოს სახელმწიფოებრივობას, ატარებენ ანტიქართულ, ანტიეროვნულ ეკონომიკურ და ზოგადად, პოლიტიკას," - განაცხადა სააკაშვილმა.

      სააკაშვილის განმარტებით, ხალხის გაღატაკების ფონზე ქონება სამი ბანკის ხელში გადადის. 
 
      „ხალხი გაძვალტყავდა, ხალხი გაღარიბდა, მათ შორის, ამ ბანკების გამო, პირველ რიგში. ბანკების მოგება გაიზარდა ამ გაღატაკების ფონზე 6-ჯერ და ეს რიცხვი ნიშნავს იმას, რომ ბანკებმა ხელთ იგდეს ოჯახების ქონება, ბიზნესები და მთლიანად სახელმწიფოს მართვა, სახელმწიფო აპარატი და პრაქტიკულად, თითოეული ქართველის ოჯახის ქონება. პოტენციურად, ეს არის ამ ორი თუ სამი ბანკის ერთპიროვნული საკუთრება. ამ მევახშეების ხელში გადადის ყველაფერი," - განაცხადა სააკაშვილმა.     


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно