,,საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილს მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა არ აქვს"- ირაკლი კობახიძე


     ,,საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილს მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა არ აქვს"– ამის შესახებ, ირაკლი კობახიძემ ვაკის პარკში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

      „საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის შესაძლებლობა ყველას აქვს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მოქმედ პრეზიდენტს. თუმცა, რაც შეეხება წარმატების შანსებს, დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა გიორგი მარგველაშვილს არ აქვს. ეს არის დღევანდელი რეალობა. სავარაუდოდ, კონკურენცია წარიმართება იგივე რესურსებით, როგორიც ჰქონდათ პოლიტიკურ პარტიებს ბოლო მუნიციპალურ არჩევნებში და ხმებიც, მე ვვარაუდობ, რომ დაახლოებით ისევე გადანაწილდება, როგორც ეს ხმები გადანაწილდა მუნიციპალურ არჩევნებში",– განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно