"ნაცები და მისი სატელიტები თანამედროვე ფაშისტები არიან"– ნიკოლოზ მჟავანაძე


     უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე ვაკის პარკში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

     მჟავანაძე მოუწოდებს ხელისუფლებას  ,,თავისუფალი ზონა" და ,,ნაციონალური მოძრაობა'' აკრძალონ, რადგან უფლებადამცველის აზრით, აღნიშნული ორგანიზაციები თანამედროვე ფაშისტური მოძრაობები არიან.

     ,,ნაცების ლიდერებმა გვირგვინი მიიტანეს ვაკის პარკში, პარტიის წევრებმა კი ვაკის პარკის შესასვლელში აგინეს და ლანძღეს ომის ვეტერანებს. სამწუხაროდ, ფაშიზმი არ დამარცხებულა. ნაცები და მისი სატელიტები თანამედროვე ფაშისტებია.
 
      მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას თუ მართლა პატივს სცემთ ვეტერანებს პასუხი აგებინეთ და უმკაცრესად დასაჯეთ "თავისუფალი ზონის" წევრი გიორგი რუხაია რომელმაც დღეს ვაკის პარკთან ვეტერანები შეურაცყო . ლანძღავს და ემუქრება 100 წელს მიტანებულ გმირებს, თქვენი ბრალია აფხაზეთის ოკუპაციაო. აკრძალეთ ფაშისტური ორგანიზაციები "თავისუფალი ზონა" და ,,ნაციონალური მოძრაობა'' თავისი სატელიტებითურთ,–" წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно