შსს–მ თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩაატარა


      შსს–მ თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა" და „გალერიში" სპეცოპერაცია ჩაატარა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

      ,,შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა" და „გალერიში" ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი,"– აღნიშნულია განცხადებაში.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно