შსს–მ,,საქართველოს ფოსტის" ჯიხურში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა


     შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ო.ჯ., ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

     გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე, „საქართველოს ფოსტის" კუთვნილ სავაჭრო ჯიხურში შეიჭრა, 6200 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ო.ჯ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

     დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

     გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.


скачать dle 11.0фильмы бесплатно