სასამართლომ ,,ქართული მარშის" 5 წევრი გაათავისუფლა 2 პატიმრობაში დატოვა


     სასამართლომ ,,ქართული მარშის" 5 წევრი გაათავისუფლა 2 პატიმრობაში დატოვა. 
 
     საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლადო სადღობელაშვილი, ბექა რევაზიშვილი, მიხეილ ამისულაშვილი, ირაკლი დოლენჯაშვილი, ოლეგი დანგაძე 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

     სასამართლოს გადაწყვეტილებით წინასწარ პატიმრობაში მხოლოდ ორი პირი, გიორგი ონიანი და ლუკა ნაცვლიშვილი რჩება. 
 
     ბრალდებულების ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს. ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეცვლას გირაოს სანაცვლოდ მოითხოვეს.
скачать dle 11.0фильмы бесплатно