სააპელაციო სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა


     თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
     
     თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და უცვლელად ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 იანვრის განაჩენი მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომლითაც სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით.
სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის ზომად, „ამნისტიის შესახებ"
     
     საქართველოს კანონის გამოყენებით განესაზღვრა სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით ჩამოერთვა.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно