ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მომავალი აუდიტორები სტაჟირებას გაივლიან


     17 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ერთობლივი ძალისხმევით, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის სტაჟიორებისთვის, საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ტრენინგი დაიწყო.

     71 კანდიდატი, ტესტირებისა და გასაუბრების შედეგად, კონკურსის საფუძველზე შეირჩა. სტაჟირება მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კურსს.
 
     სწავლების მიზანია სტაჟიორთა ინტეგრაცია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში. მათი პროფესიული განვითარება, პრაქტიკული უნარ - ჩვევების გამომუშავება და სრულყოფა.
 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно