უკრაინის მოქალაქეს თბილისის აეროპორტში 2 კილო კოკაინი შემოჰქონდა


     2 კგ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი გამოავლინეს საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი".

     ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უკრაინის მოქალაქის ი.შ-ს  პირად ბარგის დათვალიერებისას 4 ცალი თუნიქის ქილა აღმოაჩინეს. ქილებში, პირველადი ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალება კოკაინი იყო მოთავსებული.
 
     საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно