სომხეთის მოქალაქეს არადეკლარირებული ალკოჰოლური სასმელები აღმოუჩინეს


     ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ჰ.ვ.-ს კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული სხვადასხვა დასახელების სპირტიანი სასმელები (203 ცალი ბოთლი) აღმოაჩინეს.

     საგამოძიებო უწყების ცნობით, საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно