პოლიციამ თბილისში “ლიბერთი ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა


     შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ი.გ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

     ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

     პოლიციამ ბრალდებული ფონიჭალაში იმ დროს დააკავა, როდესაც იგი „ლიბერთი ბანკის" ჩასარიცხი აპარატის გაქურდვას ცდილობდა.

     გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно