საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტზე, თურქული გემი დაჯარიმდა


     გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

     გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, თურქული დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი 65 000 ლარით დაჯარიმდა.

     „თურქეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, ფოთის ნავსადგურის ნავმისადგომთან, ზღვა სამეურნეო-ფეკალური წლებით დააბინძურა. გემის კაპიტანს ფოთის საქალაქო სასამართლომ, 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დააკისრა, რასაც დაემატა 5306,40 ლარის ოდენობით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა. გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს", – ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციში.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно