„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული აქტები დაგეგმვის პროცესში აღკვეთა"- გომელაური


      „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული აქტები დაგეგმვის პროცესში აღკვეთა,"- ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმა პარლამენტში განაცხადა.

     ვახტანგ გომელაურმა ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ ტერორიზმი დაასახელა. მისი თქმით, გამოვლინდა ტერორისტული ჯგუფი და აღკეთეს მისი ქმედებები.

     „სამსახურის მიერ გამოვლინდა ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფი და მათი ხელშემწყობი საქართველოს მოქალაქეები. არსებული ინფორმაციით, ტერორისტული ჯგუფის მიზანს წარმოადგენდა ტერაქტების მოწყობა საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში ტერორისტულ ჯგუფთან კავშირზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაკავების სპეცოპერაცია ჩატარდა. აღნიშნულ ტერორისტულ ჯგუფთან მიმართებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული კონტრტერორისტული მოქმედებები იყო პრევენციული, რადგან მოხდა ტერორისტული ჯგუფის გამოვლენა და მათი ქმედებების აღკვეთა," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно