ბექა წიქარიშვილს თანამოაზრეები დაუპირისპირდნენ – არეულობა აქციის მონაწილეებს შორის


     ბექა წიქარიშვილს აქციის მონაწილეები მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც მან თანამოაზრეებს მინისტრთან საუბრის დეტალები გააცნო.

     წიქარიშვილის განცხადებით, გიორგი გახარიამ მზადყოფნა გამოთქვა უწყების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტები გამოიძიოს. 

     აქციის მონაწილეები წიქარიშვილს ამ განცხადების შემდეგ მკაფიოდ დაუპირისპირდნენ და მინისტრის ინიციატივას ,,სატყუარა", და ,,თვალში ნაცრის შეყრა" უწოდეს. 

     თავად წიქარიშვილს კი თანამოაზრეებმა აქციის მონაწილეებთან პასუხისმგებლობა შეახსენეს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно