ადამიანი, რომელიც ორ ,,მამასთან" გაიზარდა ჰომოსექსუალურ იდეოლოგიას ღიად უპირისპირდება


     ამერიკელი პუბლიცისტი რობერტ ოსკარ ლოპესი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ იზრდებოდა ჰომოსექსუალურ ,,ოჯახში” და რატომ მიაჩნია ტრადიციული ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვნად...

     მთელი ცხოვრება ცრუ აზრებს ვერიდებოდი. ბავშობის წლები რომაულ-კათოლიკური სარწმუნოების ე.წ. ,,განთავისუფლების თეოლოგიის” წიაღში გავატარე, რომელსაც აღიარებდა ლესბოსელი დედა. თორმეტი წელი ნიუ-იორკის შტატის სკოლაში გავატრე, სადაც გამეფებული რასიზმის მიუხედავად, სხვადასხვა კულტურის მრავალფეროვნებას ვეზიარე. შემდეგ ერთ-ერთ საუკეთესო ლიბერალურ კოლეჯში ჩავირიცხე, წინა წელს კი ელან ბლუმის წიგნი ,,როგორ დაამონეს აზროვნება ამერიკაში" გამოქვეყნდა. იმ დროს მხოლოდ რამოდენიმე ხანდაზმულ ადამიანს თუ ესმოდა, რომ აზროვნების გათავისუფლების ლოგიკური დასასრული ზნეობრივი სიბრმავე იქნებოდა...
     
      ბავშობიდან ლესბოსელები მზრდიდნენ და თავადაც ბისექსუალად ვიგრძენი თავი იმ წელს, როდესაც დედა გარდამეცვალა. ძალიან მიყვარდა დედა, მაგრამ ვერ ვუარყოვ იმას, რომ მისმა წასვლამ მამაჩემისგან და ქალთან თანაცხოვრებამ მთელი ბავშობის მანძილზე ღრმა, დაუცხრომელი ჭრილობები მომაყენა.

     როდესაც ერთ–ერთ ჟურნალში ჰომოსექსუალიზმის უარყოფით მხარეებზე ვისაუბრე, ჰომოსექსუალიზმის იდეოლოგები ვერაფრით მამარცხებდნენ, მხოლოდ ცრუ შეურაცყოფას მაყენებდნენ. მთელი სიმართლე გულწრფელად აღვწერე, საიდუმლო აღარ დამრჩა და ისინი ვერ ახერხებენ ჩემი რეპუტაციის გაფუჭებას, როგორც ამას სხვა მოწინააღმდეგებს უკეთებდნენ.

     როდესაც გავიგე, რომ მამა გავხდებოდი, გადავწყვიტე, არასოდეს გადამეტანინებინა ბავშვისთვის ის, რაც თავად განვიცადე. მამის შეცდომას არ გავიმეორე, რომელმაც ბავშობაში მიმატოვა და არც დედის შეცდომას გავყევი, რომელმაც ჰომოსექსუალისტთა სამყაროში გამხვია. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ამ სამყაროს წინაშე დაუცველი აღვმოჩნდი.
 
     მე ვიცი რას ნიშნავს მშობლების დაშორება, ლესბოსელი დედა, ობლობა… ვიცი, რას ნიშნავს ჰომოსექსუალ-მშობლებთან ყოფნა. და ვიცი, რომ არანაირი გამართლება არ აქვთ მათ, ვინც ბავშვს დედას ან მამას აშორებს, ისეთი მოდური ღონისძიების გულისთვის, რომელსაც ,,ერთსქესიანი მშობლები" ჰქვია. პირდაპირ რომ ვთქვათ, ბავშვს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ. ჩემი ქალიშვილის დედასთან იმიტომ შევქმენი ოჯახი, რომ სხვებზე უკეთ ვიცი შვილისთვის რა იყო მნიშვნელოვანი. ევოლუციის წლებმა და ცივილიზაციის ათასწლეულებმა ბავშვის აღზრდისთვის ისეთი გარემო შექმნა, სადაც მასზე ერთობლივად მამაკაცი და ქალი ზრუნავენ. ვაცნობიერებ, რომ ჰომოსექსუალიზმის პოლიტიკაზე მაღლა ოჯახის დაყენება ყველას საქმეა. ეს ზნეობრივი პრინციპი საზოგადოებისთვისაც უნდა გამეზიარებინა. უბრალოდ ვალდებული ვიყავი, რადგან ჰომოსექსუალიზმის ლობისტები საპირისპიროს მოითხოვენ ადამიანებისგან. ეს კი საკუთარი შვილების სიყვარულის სანაცვლოდ სექსუალური იდეოლოგიის პრიორიტეტის ამაღლებაა.

მომდევნო წელი ჩემთვის უწტვეტი დარტყმების პერიოდად იქცა. როდესაც მრავალი მცდელობის მიუხედავად, ჰომოსექსუალებმა სამსახურიდან გარიცხვა ვერ მოახერხეს, სხვა მოწინააღმდეგბთან ერთად თავის ,,ჟურნალისტური პასუხისმგებლობის” შავ სიაში ჩამწერეს და ამგვარად მას-მედიაში გაზა დამიბლოკეს. სამაგიეროდ სასამართლო და პოლიტიკური ბრძოლების ტალღამ ამიყოლია: კალიფორნიაში ერთსქესიანთა "ქორწინების” დაშვებისა და ოჯახის დაცვის აქტის გაუქმების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ერთსქესიანთა "ქორწინებები" მინესოტას შტატში, საფრანგეთსა და ინგლისში, რუსეთის დუმაში მიღებული აკრძალვა ბავშვების აყვანაზე ჰომოსექსუალების მიერ და ა.შ.

     ჰომოსექსუალებმა სათითაოდ გამოკითხეს ჩემი სტუდენტები, ახლობლები და კოლეგები, რათა მათ რაიმე სიბინძურე ეთქვათ ჩემზე; ჩვენს ბანაკს პარიზში ცრემლსადენი აირის გამოყენებით თავს დაესხნენ; ბრიუსელში ცდილობდნენ იერიში მიეტანათ ჩვენზე პოლიციის კორდონის გარღვევის შემდეგ, ხოლო მინესოტაში სიტყიერი შეურაცყოფა მოგვაყენეს; წერდნენ საჩივრებს, აპრტოტესტებდნენ ყველაფერს და ყოველგვარ სიბინძურეს კადრულობდნენ ჩვენს მიმართ. არც ერთმა ლიბერალმა არ დამიცვა. ქრისტიანებმა კი დამიცვეს.

     პოლიტიკაში, როდესაც ჩავები, ვშიშობდი, რომ მორწმუნეებთან გამაიგივებდნენ; მეგონა, რომ თუ ღმერთზე არ ვილაპარაკებდი, ურწმუნო ლიბერალური სამყარო შეისმენდა ჩემს სიტყვას და დაუცველი, უსუსური ბავშვების უფლებეზე იზრუნებდა... საფრანგეთში ბავშვების უფლებების დასაცავად პარიზის ქუჩებში მიმავალ მილიონიან დემონსტარციაში მეც ვიღებდი მონაწილეობას. ფრანგული მოძრაობა ,,დემონსტარცია ყველასთვის" ლიდერებმა მიაღწიეს იმას, რომ თვალთახედვიდან გაქრა ყველა რელიგიური სიმბოლო – ქრისტიანობასთან კავშირი ჩემსავით, სუსტ რგოლად მიაჩნდათ.ასეთმა ათეისტურმა ცენზურამ დამარცხებამდე მიიყვანა ფრანგები. ფრანსუა ოლანდის სოციალისტურმა მთავრობამ არ გაიზიარა მოსახლეობის პროტესტი და ჰომოსექსუალების მიერ ბავშვების შვილად აყვანა დააკანონა. გააქტიურა ლესბოსელების დაკონსერვებული სპერმით უზრუნველყოფის პროექტი. 

      ჩვენი მტრები ჩვენზე ძლიერები არაინ, მაგრამ ღმერთზე ძლიერები არ არიან. და თუ მოვუხმობთ მას, შევძლებთ შევაკავოთ ამერიკა იმ უფსრკულის პირას, რომლისკენაც მას მიათრევენ. ვხვდები, როგორ შთანთქავენ ქვეყნებს ერთი მეორეს მიყოლებით ,,ერთსქესიანი მშობლები," მათ წინააღმდეგ ბრძოლა, ბნელეთის ძალაუფლების წინააღმდეგ ბრძოლაა.
 
 
რობერტ ოსკარ ლოპესი

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно