,,ის არასამთავრობოები, რომლებიც პროვოკაციას აწყობენ უნდა დაისაჯონ" - მამა ელიზბარი


      ,,ის არასამთავრობოები, რომლებიც პროვოკაციას აწყობენ უნდა დაისაჯონ" - ამის შესახებ მამა ელიზბარმა ქაშუეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა. 

     მისი თქმით, ამაღლების დღესასწაულზე ლგბტ თემის მხარდამჭერებს აქციის გამართვის უფლებას არ მისცემენ. 
 
     ,,ის არასამთავრობოები, რომლებიც პროვოკაციას აწყობენ მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ, იყენებენ არატრადიციული მიმდევრების ადამიანებს, პროვოკაციაში ჩაერთონ, ესენი უნდა დაისაჯონ. აქ თუ ვინმე მართლმადიდებელს დაიჭერენ, პასუხს აგებენ არატრადიციული მიმდევრების ადამიანები და არასამთავრობოები, რომლებიც წააქეზებენ იმერთმუჭა ხალხს, რომელთაც არ ვერჩით, არცერთი მართლმადიდებელი არ ვერჩით არავის, წავიდნენ სადაც უნდათ, იქეიფონ, იზეიმონ, თუნდაც, მთაწმინდაზე, ეს ქუჩა დღეს მართლმადიდებლობას ეკუთვნის,"- განაცხადა მამა ელიზბარმა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно