ამ წუთებში პოლიციას ჩაკეტილი აქვს კანცელარიასთან მისასვლელი ყველა გზა


     ამ წუთებში კანცელარიის წინ ლგბტ თემის წარმომადგენლები იკრიბებიან. სამართალდამცავებს ჩაკეტილი აქვთ კანცელარიასთან მისასვლელი ყველა გზა. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. 

     ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორი. ლონდა თოლორაიას განცხადებით, მათ მთელი დღის განმავლობაში კოორდინაცია აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

     ,,შსს–ს ძალიან აქტიური კოორდინაცია ჰქონდა ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომლებიც მონაწილეობას იღებენ დღევანდელი აქციის ორგანიზებაში. ამ წუთებამდეც შენარჩუნებულია ეს კოორდინაცია. აღნიშნული პირების ღონისძიებები თბილისის მასშტაბით შვიდ ლოკაციაზე იმართება, ყველა ამ ადგილზე თავისთავად შინაგან საქმეთა სამინისტრო არის მობილიზებული"– განაცხადა თოლორაიამ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно